Свердловская региональная общественная организация Грузинское общество «Сакартвело» (Грузия)

МЫ ВМЕСТЕ!

russia-sakartvelo17@mail.ru

+7 (922) 160 63 33

г. Екатеринбург, ул. Розы Люксембург 22, оф. 506

Контакты

Для связи с сотрудниками нашей компании, напишите или позвоните:

+7 (922) 160 63 33

г. Екатеринбург, ул. Розы Люксембург 22, оф. 506

Схема проезда
Остались вопросы? Мы перезвоним!
Главная Новости Новость про Вашакидзе

Новость про Вашакидзе

Новость про Вашакидзе - Грузинское общество «Сакартвело»
24 Октября 2018

ქორეოგრაფიული სასწავლებლის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძეს და მის მეუღლეს, ნინო ანანიაშვილს დევნაში ადანაშაულებს.

თამაზ ვაშაკიძე, რომელიც 2004 წლის შემდეგ ემიგრაციაშია, პროკურატურას მისი საქმის ახლიდან გამოძიებას სთხოვს.

ვაშაკიძე აცხადებს, რომ 13 წელია საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ  ვაშაძისა და მისი მეუღლის, ნინო ანანიაშვილის გამო დევნილობაში იმყოფება.

თამაზ ვაშაკიძე იხსენებს, როგორ დაიბარა ის კულტურის მაშინდელმა მინისტრმა, გოკა გაბაშვილმა. გაბაშვილმა ბალეტმეისტერს მოსთხოვა თანამდებობის დატოვება და აუხსნა, თუ ვისთვის უნდოდათ ეს პოსტი. ამაზე ვაშაკიძემ უარი განაცხადა, რის შემდეგაც მისივე თქმით, რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

ვაშაკიძემ კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის უკანონოდ მიიჩნევდა განთავისუფლებას და სამსახურში აღდგენას ითხოვდა. ამაზე უპასუხეს, რომ სასწავლებელში კულტურის სამინისტროს შიდა კონტროლის დეპარტამენტი შევიდა და კომისიამ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შესწავლა დაიწყო. კულტურის სამინისტროს ამ კომისიას მალე კონტროლის პალატა მიჰყვა.

კონტროლის პალატის დასკვნამდე კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს ბუღალტერი და მისი მოადგილე, როგორც არაკვალიფიციურები. სწორედ მათ ჩვენებებს დაეყრდნო პროკურატურა თამაზ ვაშაკიძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში.

"2004 წელს, როგორც იცით, ჩამოვიდა სააკაშვილის მოწვევით ანანიაშვილი და მისი მეუღლე, მთლიანად დაიპყრეს საბალეტო სამყარო - ყველაფერი. მე წასვლა მომთხოვეს. როცა ჩემი განცხადებით არ წავედი, დაიწყო დევნა. დირექტორის თანამდებობა დაიკავა ვაშაძის ძმისშვილმა, რომელიც ადრე ბავშვთა კოლონიის ხელმძღვანელი იყო, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა კი დაიკავა ნინო ანანიაშვილმა. აღმოჩნდა, რომ პირდაპირი შეკვეთა იყო მიშა სააკაშვილის, ანანიაშვილი ყოფილიყო ყველგან. ეს ის ვაშაძეა, რომელიც თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატია და ერთი თვის განმავლობაში ჩემს ოჯახს უთვალთვალებდა, როდესაც მე ძებნილად გამომაცხადეს. სატირალია უკვე ეს მდგომარეობა. მაშინ პოლიციაც დაიღალა ჩემი ძებნით და ვაშაძე თავისი მეგობრებით უთვალთვალებდა ჩემი ოჯახის წევრებს. ჩემმა მეუღლემ დაინახა რამდენჯერმე. მანქანით იდგნენ და მდარაჯობდნენ. ის, რომ 13 წელია ამ მდგომარეობაში ვარ, ამ წყვილის დამსახურებაა. მთელი ჩემი ცხოვრება შევწირე საქართველოს, ხელოვნებას და ერთ წამში გადაუსვეს ხაზი. ეს არის მადლიერება? საქართველოში მეუღლე და სამი შვილი მყავს, მე უარი არ მითქვამს მოქალაქეობაზე, მხოლოდ ერთი ქვეყნის მოქალაქე ვარ. ირაკლი ღარიბაშვილსაც მივმართე, ყველა პრემიერს, გენპროკურორს, თუ დავუშვათ, სისხლიანი 9 წელი იყო, როგორც ამბობენ, რატომ ვიდევნები დღესაც?! რატომ არ გადაიხედება ჩემი საქმე, ეს ხომ სააკაშვილის პირადი შეკვეთა იყო?! ახალ პრემიერსაც მივმართე, ბატონ ბიძინასაც", - აცხადებს თამაზ ვაშაკიძე.

მისი თქმით, პარლამენტმა მიიღო დადგენილება ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით რომ ის არის დევნილი პოლიტიკური მოტივით, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ ეძლევა საშუალება, საქართველოში ჩამოვიდეს.

"13 წელი წარმოიდგინეთ როგორია ოჯახის გარეშე ცხოვრება. საჭიროა, რომ მიიღოს პროკურატურამ ჩემი საქმის გადახედვის შესახებ გადაწყვეტილება და ხელახლა გამოიძიონ. აქაც პრობლემები მაქვს, 2 წლის წინ ჩამომართვეს სტატუსი, სამსახურიდან გამომიშვეს, თავდასხმა მოაწყეს, ყველაფერი წამგლიჯეს. ისეთ მდგომარეობაში ვარ, მტერს არ ვუსურვებ", - აცხადებს ქორეოგრაფიული სასწავლებლის ყოფილი დირექტორი.


Источник:https://primetime.ge/news/1540372285-ისეთაში-ადანაშაულებს

Новости
Политика конфиденциальности

Тел.: +7 (922) 160-63-33

E-mail: russia-sakartvelo17@mail.ru

г. Екатеринбург, ул. Розы Люксембург 22, оф. 506

Рейтинг@Mail.ru
Политика конфиденциальности