დიდი მადლობა ყურადღებისთვის!!!
—————————————————————
მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან ერთად, 2019 წლის გაზაფხულზე მართავს რიგით მეორე ღონისძიებას სახელწოდებით „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“, რომლის მიზანია ქვეყნისათვის გაწეული გამორჩეული წვლილის მქონე თანამემამულეთა დამსახურების აღიარება და საქართველოს უცხოელი მეგობრის გამოვლენა. ღონისძიების პროგრამის თანახმად, გამორჩეული დამსახურების მქონე დიასპორის წარმომადგენლების ნომინირება შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში:
· მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის:
· ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის:
· ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის:
· საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის:
· სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის:
· საქართველოს უცხოელი მეგობარი:
კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 1 თებერვლიდან – 1 მარტის ჩათვლით. პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე -
Сообщение
18 Февраля 2019